ამერიკა ცხოვრების ჩვეულ რიტმს იბრუნებს, ვაქცინაზე მუშაობის პროცესი საკმაოდ დამაიმედებელია – ტრამპი

0
519
1209898354

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების მონაცემები იმ შტატებიდან, რომლებიც ცოტა ხნის წინ გაიხსნა, დამაიმედებელია.

„კარგი რიცხვები მოდის იმ შტატებიდან, რომლებიც იხსნება. ამერიკა ცხოვრების ჩვეულ რიტმს იბრუნებს. ვაქცინაზე მუშაობის პროცესი საკმაოდ დამაიმედებელია, წლის ბოლომდე“, – წერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მიკრობლოგ „ტვიტერზე“.

ასევე დონალდ ტრამპმა მადლობა გადაუხადა ვისკონსინის შტატის უზენაეს სასამართლოს, რომელმაც შტატის გახსნის გადაწყვეტილება გასცა.

„შტატის დემოკრატი გუბერნატორი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ იძულებული გახდა, შტატი გახსნას. ხალხს ცხოვრების ჩვეული რიტმის დაბრუნება სურს“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.