აჭარაში საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია განახლდა

0
226

აჭარაში საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები განახლდა ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციის (COVID-19) პრევენციასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვით.

2020 წლის 13 მაისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ ჯემალ სურმანიძემ ქალაქ ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიაში მშენებარე სკოლები დაათვალიერეს.

ამ დროისათვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ხორციელდება 8 საჯარო სკოლის ახალი შენობის (სპორტული და სააქტო დარბაზებით) და 2 საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის მშენებლობა. ასევე, დადებულია ხელშეკრულებები 15 საჯარო სკოლის სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებაზე, რომელთა ძირითად ნაწილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაწყებულია.