ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 71 ადამიანი დაიღუპა

0
166

ირანში გასული დღე-ღამის განმვალობაში „კოვიდ-19“-ით 71 ადამიანი დაიღუპა. შედეგად, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 6 854 -მდე გაიზარდა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირანში „კოვიდ-19“ 114 533 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 90 539 გამოჯანმრთელდა. სამინისტროს ინფორმაციით, 2 758 პაციენტი ჯერ კიდევ კრიტიკულ მდგომარეობაშია.