საფრანგეთის პარლამენტმა ინტერნეტში სიძულვილის ენის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

0
614

საფრანგეთის პარლამენტმა ინტერნეტში სიძულვილის ენის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა.

პროექტი ინტერნეტ პლატფორმებს და საძიებო სისტემებს ავალდებულებს, შეურაცხმყოფელი მასალა 24 საათის განმავლობაში წაშალონ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ჯარიმის სახით 1,25 მილიონი ევროს გადახდა ემუქრებათ.

ახალი რეგულაციის მიხედვით, ინტერნეტ პლატფორმებმა და საძიებო სისტემებმა უნდა წაშალონ მასლა, რომელიც სიძულვილის გაღვივებას ან ძალადობას, რასიზმს და რელიგური ფანატიზმის გავრცელებს უწყობს ხელს.

ამასთან, კანონი ინტერნეტ პლატფორმებს ავალდებულებს, ტერორისტული პროპაგანდისა და ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შემცველი მასალა ერთ საათში წაშალონ.

„კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინის დროს სიძულვილის ენა ინტერნეტში უფრო ფართოდ გავრცელდა. ჩვენ ვერ დავეყრდნობით ინტერნეტ პლატფორმების კეთილ ნებას“, – განაცხადა პარლამენტში გამოვსლისას საფრანგეთის ციფრული საკითხების მინისტრმა.

კონსერვატორი „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დეპუტატების ნაწილი აცხადებს, რომ კანონი სიტყვის თავისუფლებას საფრთხეს შეუქმნის და მის გასაჩივრებას საკონსტიტუციო საბჭოში გეგმავს.

აღნიშნული კანონპროექტი საფრანგეთის პარლამენტში ჯერ კიდევ შარშან დაარეგისტრირეს. მას შემდეგ პროექტში ცვლილებები რამდენჯერმე შევიდა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი კანონი უკვე მოქმედებს გერმანიაში.