ჩეხეთის რესპუბლიკა ექვს ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, 7.3 მლნ ევროს ოდენობით ფინანსურ დახმარებას გაუწევს

0
214

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულ განვითარებად ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, მოლდოვას, ბოსნიას, კამბოჯას, ეთიოპიასა და ზამბიას ფინანსური დახმარების სახით, 200 მილიონ ჩეხურ კრონას გამოუყოფს, რაც 7.3 მლნ ეროს ექვივალენტია.

აღნიშნული თანხა ჯანდაცვისა და მოსახლეობისთვის პირობების გაუმჯობესებაზე მიმართულ პროექტებს მოხმარდება. დახმარების მიზანია, უზრუნველყოს ჯანდაცვის, ჰიგიენისა და კვების საკითხები.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ისინი ამ პროექტში, ჩეხური კომპანიებისგან ჩართულობას მოელიან. ამით ქვეყნები, რომლებიც გარკვეული მარაგების საჭიროებას განიცდიან პროდუქტების შესყიდვას ჩეხეთიდან შეძლებენ, რაც პანდემიის შედეგად გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზის დროს, ასევე დაეხმარება ჩეხურ კომპანიებს. და ამით ისინი მოიპოვებენ წვდომას უცხოურ ბაზრებზე ან გააძლიერებენ მათ პოზიციებს აღნიშნულ ბაზრებზე.