ვლადიმერ ბოჟაძე: მთელ მსოფლიოს ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ, როგორი იქნება უკრაინაში “სააკაშვილის მეორედ მოსვლა” და როდის დაუპირისპირდება “დიდი რეფორმატორი” მისს დამნიშნავს

0
151

კვლავ გრძელდება უკრაინაში და საქართველოში დისკუსია მსოფლიო დონის რეფორმატორია თუ არა მიხეილ სააკაშვილი? ამ თემას ძალიან საინტერესოდ ეხმიანება ცნობილი უკრაინელი პუბლიცისტი, ბლოგერი დიმიტრი ჯანგიროვი, რომლის სტატიაშიც კარგად ჩანს საზოგადოების დამოკიდებულება ამ დანიშვნასთან მიმართებაში,- სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს და ცნობილი უკრაინელი პუბლიცისტს, დიმიტრი ჯანგიროვს ეხმიანება, რომელმაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა, რომ გერმანიის საელჩომ წინააღმდეგობა გამოთქვა სააკაშილის დანიშვნასთან დაკავშირებით , ხოლო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიც უარყოფითად რეაგირებს.

ბოჟაძის თქმით, სააკაშვილი ყოველთვის იქნება ფაქტორი, თუმცა მისი გავლენა არაერთხელ ვნახეთ არჩევნების შედეგებზე 2013, 2014, 2016, 2017, 2018 წლებში და გამონაკლისი არც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება. ,,ჩვენთვის ჯერ კიდევ დასადგენია სააკავშილის ესოდენ “მაღალ” თანამდებობაზე დანიშვნა შეთანხმებული იყო თუ “დიდ შვიდულის” ლიდერებთან, ნატოს და ევროკავშირის ხელმძღვანელებთან. აბა სხვაგვარად როგორ იქნებოდა “გაქცეული პრეზიდენტის” უკრაინის პრეზიდენტის ზელენსკის გარდა ყველას უფროსად დანიშვნა? ახლა მას როგორც იქნა საქმეები გამოუჩნდა და მნიშვნელოვანია მისი ფაქტორის განსაზღვრა საქართველოს პოლიტიკაში, ეცლება თუ არა და მოახდენს თუ ვერა გავლენას პოლიტიკურ პროცესებზე? სააკაშვილი ყოველთვის იქნება ფაქტორი, თუმცა მისი გავლენა არაერთხელ ვნახეთ არჩევნების შედეგებზე 2013, 2014, 2016, 2017, 2018 წლებში და გამონაკლისი არც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება. ახლა მთელ მსოფლიოს ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ როგორი იქნება უკრაინაში “სააკაშვილის მეორედ მოსვლა” და როდის დაუპირისპირდება “დიდი რეფორმატორი” მისს დამნიშნავს, პრეზიდენტ ზელენსკის“,- წერს ვლადიმერ ბოჟაძე