პანდემია სერიოზულ გავლენას ახდენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე

0
199

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „კოვიდ-19“-ის პანდემია სერიოზულ გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ამასთან, როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ამ კრიზისის თავიდან ასაცილებლად დიდი ინვესტიციის განხორციელებაა აუცილებელი.

„სოციალური დისტანცია, დაინფიცირების შიში, ოჯახის წევრების დაკარგვა, რომელსაც თან ერთვის სამსახურის და შემოსავლის დაკარგვა, ცუდ გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ცხადი ხდება, რომ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა „კოვიდ-19“-თან ბრძოლის პროცესში მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ედჰენომ გებრეიესუსმა.