რუსეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 250 000-ს გადააჭარბა

0
179

რუსეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 250 000-ს გადააჭარბა. ამის შესახებ განცხადება ინფექციურ დაავადებასთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში გააკეთეს.

ბოლო 24 საათში რუსეთში აღრიცხეს ვირუსის 9 974 ახალი შემთხვევა. გარდაიცვალა 93 ადამიანი.

საერთო ჯამში რუსეთში კოვიდინფექციას ემსხვერპლა 2 305 ადამიანი, 53 530 გამოჯანმრთელდა. მათგან 5 527-მა საავადმყოფო ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დატოვა.