სომხეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 30 დღით გაახანგრძლივეს

0
218
Members of the medical team spray disinfectant to sanitize outdoor place of Imam Reza's holy shrine, following the coronavirus outbreak, in Mashhad, Iran February 27, 2020. Picture taken February 27, 2020. WANA (West Asia News Agency) via REUTERS ATTENTION EDITORS - THIS PICTURE WAS PROVIDED BY A THIRD PARTY

სომხეთში საგანაგებო მდგომარეობის რეჟიმი 30 დღით გაახანგრძლივეს. ამასთან, როგორც მთავრობაში განმარტავენ, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების პროცესი გაგრძელდება.

სომხეთის მთავრობის მიერ გამართული სხდომაზე გადაწყდა, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ქვეყნის ტერიტორიაზე 13 ივნისამდე დარჩება ძალაში.

„შეზღუდვების შემსუბუქება გაგრძელდება, თუმცა, თუ სიტუაცია გაუარესდება, მაშინ ჩვენ იძულებულები ვიქნებით ისევ შემოვიღოთ მკაცრი შეზღუდვები“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის მთავრობამ 4 მაისიდან შეამსუბუქა კორონავირუსის გამო შემოღებული მკაცრი შეზღუდვები. კერძოდ, მოიხსნა შეზღუდვა ადამიანების გადაადგილებაზე, აღდგა გარკვეული ეკონომიკური საქმიანობაც. ღია კაფეები და რესტორნები გაიხსნა.

სომხეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ს 49 ადამიანი ემსხვერპლა.