ეს ის შემთხვევაა,როდესაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მთავრობას მადლობა უნდა ვუთხრა – ნინო ზამბახიძე

0
186

ანტიკრიზისულ გეგმაში გათვალისწინებულია ის საკითხები, რომელიც ფერმერებს აწუხებდა და ასევე ფერმერთა ასოციაციის კვლევაში იყო წარმოდგენილი,- ამის შესახებ ,,ფერმერთა ასოციაციის“ პრეზიდენტი, ნინო ზამბახიძე ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს და სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ გეგმას ეხმიანება.

ზამბახიძე მადლობას უხდის მთავრობას და სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

,,იშვიათად ვარ კმაყოფილი სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროგრამებით, თუმცა ეს ის შემთხვევაა,როდესაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მთავრობას მადლობა უნდა ვუთხრა! ანტიკრიზისულ გეგმაში გათვალისწინებულია ის საკითხები, რომელიც ფერმერებს აწუხებდა და ასევე ფერმერთა ასოციაციის კვლევაში იყო წარმოდგენილი – თითოეული ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა, 1 ჰექტარზე მიიღებს დახმარებას სახელმწიფოსგან 200 ლარის სუბსიდირებით; ყოველი ფერმერი 1 ჰექტარზე მიიღებს 150 ლიტრ დიზელის საწვავს, რომელიც გარანტირებულად იქნება საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფი; ფერმერები სრულად გათავისუფლდება საირიგაციო საფასურისგან ანუ სარწყავი წყალი ექნებათ უფასოდ 2020 წლის განმავლობაში; 50 % გრანტს მიიღებენ ტექნიკაზე; გაგრძელდება ხელშეწყობა, სამაცივრე შემნახველ და გადამამუშავებლებზე; დაფინანსდება სარწყავი სისტემები და სასათბურე მეურნეობები. ეს არასრული ჩამონათვალია ანტიკრიზისული გეგმის”,- წერს ,,ფერმერთა ასოციაციის“ პრეზიდენტი.