რუსეთის დუმის ხუთ დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა

0
213

რუსეთის დუმის ხუთ დეპუტატს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ინფორმაცია ამის შესახებ დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა გაავრცელა.

როგორც ვოლოდინმა თქვა, ერთ დეპუტატი კლინიკიდან გაეწერა, ორი მკურნალობას სახლში გადის, ხოლო დანარჩენი ორი — საავადმყოფოში. სპიკერს დეპუტატების ვინაობა არ დაუსახელებია.

აქამდე ცნობილი იყო, რომ კორონავირუსი დუმის სამ დეპუტატს ჰქონდა, ამათგან ორი კომუნისტური პარტიის წევრია, ხოლო ერთი პარტია ერთიანი რუსეთის.

СOVID-19 რუსეთის ხელისუფლებაში უკვე ფართოდაა გავრცელებული. ვირუსი დაუდასტურდა კრემლის პრესსპიკერს დიმიტრი პესკოვს. კორონავირუსი აქვთ პრემიერმინისტრ მიხაილ მიშუსტისნს, მშენებლობისა და კულტურის მინისტრებს.