პლაზმით მკურნალობა შესაძლოა ახალ პროტოკოლში შევიდეს – მარინა ენდელაძე

0
175

პლაზმით მკურნალობა შესაძლოა ახალ პროტოკოლში შევიდეს, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

„ჩვენი პროტოკოლი რაც არის, გაგრძელდება, მაგრამ პატარ-პატარა ცვლილებები იქნება, ის, რაც მოგვცა როგორც გამოცდილებამ, ასევე სხვა ლიტერატურამ. „რემდესევირი“ პროტოკოლში აუცილებელ სამკურნალო საშუალებად შეტანილი არ იქნება, „პლაქვენილი“ ისევ დარჩება. პლაზმით მკურნალობა, რა თქმა უნდა, ეფექტურია, შეიძლება ის ახალ პროტოკოლში შეიტანონ. ჯერ ეს დამტკიცებული არ არის, მაგრამ, სავარაუდოდ, შეიტანენ“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

საქართველოში კორონავირუსი 647 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 372 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფექციას სულ 11 ადამიანი ემსხვერპლა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.