საქართველოს დასავლელი მეგობრები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ელოდებიან – ევროპარლამენტარი

0
182

ევროპარლამენტის წევრი, ევროპის სახალხო პარტია ქრისტიან დემოკრატების წევრი მიხაილ გალერი აცხადებს, რომ საქართველოს დასავლელი მეგობრები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ელიან, რაც აუცილებელია თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად.

ევროპარლამენტარის თქმით, ყველა მხარემ უნდა დაიცვას 8 მარტის შეთანხმების ტექსტი და სულისკვეთება.

“ისინი ნიადაგს სინჯავენ, აგრძელებენ, თუ არა საქართველოს დასავლელი მეგობრები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოლოდინს. კი, აგრძელებენ. ეს აუცილებელია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.

ეს არის ივანიშვილის და “ქართული ოცნების” ნამდვილი განზრახვების ლაკმუსის ტესტი,” – წერს გალერი ოციალურ ქსელ Twitter-ში.