ვარიანი-არაშენდის გზის რეაბილიტაცია დასრულდა

0
256

გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა  სოფელ ვარიანში გზის რეაბილიტაციის დასრულებული პროექტი მოინახულა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.

გზის ერთკილომეტრიან მონაკვეთზე, რომელიც იაკობ გოგებაშვილის მუზეუმიდან სოფელ არაშენდისკენ მიემართება, არასდროს ყოფილა ასფალტის საფარი. პროექტის ფარგლებში კი მოასფალტდა არა მარტო საავტომობილო გზა, ასევე,  ეზოებში შესასვლელები და გზის მიერთებები.

ვარიანი – არაშენდის გზის რეაბილიტაციას  670 440 ლარი მოხმარდა.