ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა

0
189

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 25-ს მიაღწია. ორკვირიან კარანტინში 290 ადამიანი იმყოფება.

12 მაისიდან 28 მაისის ჩათვლის ცხინვალში არასამუშაო დღეებია გამოცხადებული. დე-ფაქტო ხელისუფლებამ კარანტინი 31 მაისამდე გააგრძელა. დაკეტილია სკოლები, საბავშვო ბაღები და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები. სკოლებში სწავლების პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს.