ჩინეთში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

0
183

ჩინეთში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ჰიგიენისა და ჯანდაცვის კომიტეტი ავრცელებს.

ახალი შემთხვევებიდან ექვსი გირინის პროვინციაში დაფიქსირდა. აღნიშნული რეგიონი რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის მოსაზღვრეა.

კორონავირუსის გავრცელების გამო ხელისუფლებამ პროვინციაში კონტროლი გაამკაცრა. კერძოდ ქალაქ გირინის მცხოვრებლებს სხვა ქალაქებში გამგზავრებამდე კორონავირუსის ტესტის გაკეთება მოუწევთ. ქალაქში შეზღუდულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება. მოქალაქეებს სახლებიდან გასვლა მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ.

მიმდინარე კვირაში კორონავირუსი გირინის პროვინციის ქალაქ შულანშიც გავრცელდა, რის გამოც ქალაქი ნაწილობრივ დახურეს.