„სიენენი“ – რუსეთი კოვიდინფიცირებულთა რიცხვით მსოფლიოში მეორე ადგილზეა

0
211

რუსეთი ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

საერთო ჯამში რუსეთში გამოვლენილია კორონავირუსის 232 243 შემთხვევა. ოფიციალური ცნობით, ვირუსის შედეგად ქვეყანაში 2 116 პაციენტი დაიღუპა.

როგორც იუწყებიან, მხოლოდ ბოლო 24 საათში, მოსკოვში „კოვიდ-19“-ით კიდევ 53 პაციენტი გარდაიცვალა.