იტალიაში COVID-19-ით ბოლო 24 საათში 172 ადამიანი გარდაიცვალა

0
190

იტალიაში ახალი კორონავირუსით ბოლო 24 საათში 172 ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულთა საერთო რიცხვმა 30,911 შეადგინა.

COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 221,216-ს აღწევს. მათ შორის 1,402 ადამიანი დაინფიცირდა გასული დღე-ღამის განმავლობაში, რაც ორშაბათის ინფიცირებულთა რაოდენობაზე ორჯერ მეტია. ამის შესახებ ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის უფროსმა, ანჯელო ბორელიმ განაცხადა.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 109,039-ს აღწევს. 952 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.