შიდა გადაცემას თითქმის გავუმკლავდით, თუმცა ერთეული შემთხვევები დარჩება – თენგიზ ცერცვაძე

0
226

ქვეყანაში კორონავირუსის შიდა გავრცელება თითქმის დასრულდა, თუმცა შესაძლოა, ასეთი ერთეული შემთხვევები მაინც დაფიქსირდეს,- ამის შესახებ განცხადება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ გააკეთა. თენგიზ ცერცვაძე ვარაუდობს, რომ შესაძლოა დღეში 10 შემთხვევაც კი დაფიქსირდეს თუმცა ეს საშიში არ არის.

„იმედი გვქონდა, რომ აპრილის ბოლოსთვის პიკი იქნებოდა, დაახლოებით 2-3 კვირის შემდეგ შენარჩუნდებოდა პლატო და შემდეგ ეს მაჩვენებელი ქვევით წავიდოდა. მიმაჩნია, რომ ახლა მაინც ვართ პლატოზე. ის, რომ დღეს ერთი შემთხვევა იყო, ამით ნუ გავაკეთებთ დასკვნებს. უახლოეს დღეებში შესაძლოა იყოს არა ერთი, არამედ ოთხი, ხუთი, ათი შემთხვევა, მაგრამ ეს ნუ შეგვაშინებს, რადგან არაფერს შეცვლის. ეს მაინც იმას ნიშნავს, რომ დიახ, ჩვენ შიდა გადაცემას გავუმკლავდით, თუმცა მთლიანად არა, შიდა გადაცემის ერთეული შემთხვევები დარჩება, მაგრამ ყველაზე სახიფათოს გავუმკლავდით- არ დავუშვით ახალი შემთხვევების დრამატული ზრდა. ის, რაც ევროპის ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ მოახერხა, ყველგან იყო ასეული და ზოგან ათასი ახალი შემთხვევა. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ბოლო დღეებში ახალი შემთხვევები 10-ს არ სცდება და ბოლოს, სულაც ერთი ინფიცირებული იყო“, – განაცხადა ცერცვაძემ.