ბოლნისში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

0
227

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, დღეს საღამოს მიღებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებით, კორონავირუსი ერთ პირს დაუდასტურდა. ეს პირი სოფელი გეტადანაა, საიდანაც გუშინ ეპიდემიოლოგებმა 36 პირის ბიოლოგიური ნიმუში აიღეს. სოფელ გეტაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების ხუთი დადასტურებული ფაქტი ფიქსირდება.

საერთო ჯამში, ლაბორატორიაში გაგზავნილი იყო 48 საკვლევი ნიმუში, მათგან 36 გეტადან, სამი სოფელ მუშევანში დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებიდან, შვიდი თვითიზოლაციაში მყოფი პირებიდან, ხოლო ორი ცხელების ცენტრში მყოფი პაციენტებიდან.

ამ დროისთვის ბოლნისში 122 დადასტურებული შემთხვევაა. სამი გარდაიცვალა.

გაზრდილია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. ამ დროისთვის, ბოლნისში კორონავირუსისგან 46 გამოჯანმრთელებულია.