საქართველო ისრაელისგან განსხვავებით არ იმყოფება აქტიურ საომარ მდგომარეობაში და „ნაცმოძრაობა“ ჯერჯერობით „ჰამასად“ არ გადაქცეულა, თუმცა ბევრი არც არაფერი უკლია – ზაალ ანჯაფარიძე

0
196

,, ჯერ ერთი საქართველოს ისრაელისგან განსხვავებით არ აქვს პალესტინის მსგავსი პრობლემა, არ იმყოფება აქტიურ საომარ მდგომარეობაში და „ნაცმოძრაობა“ ჯერჯერობით „ჰამასად“ არ გადაქცეულა, თუმცა ბევრი არც არაფერი უკლია” და მეორე, ისრაელის მიერ დაპატიმრებული პალესტინელების გათავისუფლება ძირითადად ხდებოდა კონკრეტული ინციდენტების გამო ,- ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, 8 მარტის შეთანხმებებსა და ისრაელ-ჰამასის შეთანხმებებს შორის კონტექსტი სრულიად განსხვავებულია და უცნაურია პარალელების გავლება.

,,ე.წ. “პოლიტპატიმრების” თემასთან დაკავშირებით, ცოტა არ იყოს არაპროფესიულია ზოგიერთების მიერ საქართველოსა და ისრაელს შორის პარალელები გავლება და ისრაელის ციხეებიდან პალესტინელ ტერორისტების გათავისუფლების მისაბაძ მაგალითად მოყვანა – ჯერ ერთი საქართველოს ისრაელისგან განსხვავებით არ აქვს პალესტინის მსგავსი პრობლემა, არ იმყოფება აქტიურ საომარ მდგომარეობაში და „ნაცმოძრაობა“ ჯერჯერობით „ჰამასად“ არ გადაქცეულა, თუმცა ბევრი არც არაფერი უკლია; მეორე, ისრაელის მიერ დაპატიმრებული პალესტინელების გათავისუფლება ძირითადად ხდებოდა კონკრეტული ინციდენტების გამო. ერთხელ ეს მოხდა პალესტინელი ტერორისტების მიერ გატაცებული თვითმფრინავის მგზავრების გამოშვების სანაცვლოდ. ყველაზე გახმაურებული გათავისუფლება კი 2011 წელს ჰამასის მიერ დატყვევებული ებრაელი ჯარისკაცის გილად შალითის გადმოცემის სანაცვლოდ მოხდა. ისრაელის კნესეტმა ხმა მისცა 1027 პალესტინელის გათავისუფლებას, რომელთაგანაც 400 სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი უმძიმესი ტერორისტული აქტების გამო და სულ ცინცხალი ამბავი, აგერ ამ წლის 20 აპრილს „ჰამასმა“ 250 პალესტინელი პატიმრის სია წარუდგინა ისრაელს. ამ სიაში მამაკაცებთან ერთად არიან ქალები და ბავშვებიც, რომელთა გათავისუფლების თხოვნა კორონავირუსს უკავშირდება. სანაცვლოდ, ჰამასი ისრაელს მიაწვდის ინფორმაციას 2014 წელს დაღუპული ორი ებრაელი ჯარისკაცის ცხედრების ადგილსამყოფელზე. ხედავთ რაიმე ლოგიკურ ან კონტექსტუალურ კავშირს 8 მარტის შეთანხმებებსა და ისრაელ-ჰამასის ამ შეთანხმებებს შორის? ჩემი აზრით, კონტექსტი სრულიად განსხვავებულია და მით უფრო უცნაურია, რბილად რომ ვთქვათ, პარალელების გავლება“,- წერს ზაალ ანჯაფარიძე