მთავრობის ადმინისტრაციის ჭიშკარს ოპოზიციამ ბოქლომი დაადო

0
243

თბილისში, ოპოზიციამ მთავრობის ადმინისტრაციის ჭიშკარზე სიმბოლურად ბოქლომი დაკიდა.

აქცია მთავრობის კანცელარიასთან 11:00 საათზე დაიწყო. აქციის მსვლელობისას ხმაური იყო, რადგან სამართალდამცველებმა ოპოზიციის წარმომადგენლებს კანცელარიის მთავარ შესასვლელ კარზე ბოქლომის დადების საშუალება არ მისცეს.

აქციას სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მართავენ. სამოქალაქო აქტივისტები მმართველი გუნდის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც 2020 წელს საქართველოში არჩევნები ე.წ შერეული სისტემით გაიმართება.