2020 წელს 42 000 ფერმერი სამელიორაციო მომსახურების საფასურისგან გათავისუფლდება – გიორგი გახარია

0
214

ყველა ფერმერი საქართველოში, რომელთა რაოდენობა 42 000-ია, სრულად გათავისუფლდება სამელიორაციო საფასურისგან,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ფერმერებს, 2020 წლის განმავლობაში სარწყავი წყალი  უფასოდ ექნებათ.

ასევე, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფერმერებს, რომლებსაც ტექნიკის შეძენა დასჭირდებათ, სახელმწიფო, გრანტის სახით 50 პროცენტს დაუფინანსებს.

„თითოეული ფერმერს, რომელსაც დასჭირდება ტექნიკის შეძენა,  სასათბურე  მეურნეობის ან სარწყავი სისტემის მოწყობა, სახელმწიფო ფინანსური სახით დაეხმარება ამ სამუშაოების ღირებულების 50 პროცენტით, ეს იქნება გრანტი. ფერმერებს, ამ ყველაფერთან დაკავშირებით, შეეძლებათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფებს  მიმართონ 20 მაისიდან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საგაზაფხულო სამუშაოები ახლა მიმდინარეობს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.