სოფლის მეურნეობის პროდუქცია საერთაშორისო ბაზრებზე უნდა იყოს კონკურენტუნარიანი, ჩვენ ეს შეგვიძლია, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ – გიორგი გახარია

0
198

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ჩვენი აგროსასურსათო უსაფრთხოების დაკმაყოფილების შემდგომ სოფლის მეურნეობის პროდუქტები საერთაშორისო ბაზრებზე იყვნენ კონკურენტუნარიანები, ჩვენ ეს შეგვიძლია და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, სოფლად ფერმერებმა უნდა გააგრძელონ მუშაობა და არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი მიწა.

„აგროსასურსათო უსაფრთხოება ქვეყნისთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, სწორედ ამ მიზნის მისაღწევად არც ერთი აგრარული პროცესი არ უნდა გაჩერდეს არც ერთი წამით. ეს არის ჩვენი მიზანი. გარდა ამისა, შემდეგი მიზანი, რაც სისტემური გამოწვევაა სოფლის მეურნეობის დარგისთვის, არის დარგის ინდუსტრიალიზაცია. ჩვენ გვჭირდება ინდუსტრიული სოფლის მეურნეობა და პროდუქტიულობის ზრდა. ეს ის გამოწვევებია, რომლებსაც ჩვენ წლებია, ვებრძვით, სადაც გარკვეული წარმატებები გვაქვს. ძალზედ მნიშვნელოვანი თუნდაც ის, რომ აგროსასურსათო დეფიციტის ბალანსი ქვეყანაში იყო 900 მილიონი დოლარი და დღეს 300-350 მილიონ დოლარამდეა ჩამოყვანილი. ეს არის გამოწვევა, რომელსაც ჩვენ უნდა ვუპასუხოთ. ეს არის გეგმა, რომელიც შეიმუშავეს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და მთავრობამ. ერთადერთი, რაც დაგვრჩენია, ვუთხრათ ჩვენს მოქალაქეებს, ვიდრე ჩვენ მსჯელობას დავიწყებთ ამ პროგრამის დეტალებზე, შევიძინოთ ქართული პროდუქტები, რომლებიც ხდება სულ უფრო და უფრო ხარისხიანი. ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ჩვენი აგროსასურსათო უსაფრთხოების დაკმაყოფილების შემდგომ სოფლის მეურნეობის პროდუქტები საერთაშორისო ბაზრებზე იყვნენ კონკურენტუნარიანები. ჩვენ ეს შეგვიძლია და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.