ყველა ფერმერი ერთ ჰექტარზე მიიღებს 150 ლიტრ დიზელის საწვავს, რომელიც გარანტირებულად, საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფი იქნება – გახარია

0
145

ყველა ფერმერი ერთ ჰექტარზე 150 ლიტრ დიზელის საწვავს მიიღებს, რომელიც გარანტირებულად, საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფი იქნება, – ამის ამის შესახებ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

პრემიერმა პანდემიის პირობებში სოფლის მეურნეობის სფეროს მხარდამჭერ პროგრამებზე ისაუბრა.

„მთავრობამ შეიმუშავა კონკრეტული გეგმა იმ პროგრამების, რომლებიც სოფლის მეურნეობის სამინისტროში უკვე არსებობს ფერმერების დასახმარებლად, ამ პროგრამების დაფინანსების გასაზრდელად და ამასთან ერთად, სპეციალური დამატებითი ღონისძიებების მისაღებად, რომელიც გამოიყურება შემდეგნაირად: თითოეული ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა, ერთ ჰექტარზე მიიღებს დახმარებას სახელმწიფოსგან 200 ლარის სუბსიდირებით. დაახლოებით,  ეს ნიშნავს იმას, რომ საშუალო დონის საფერმერო და მსხვილი საფერმერო მეურნეობები, რომლებსაც მაგალითად, გააჩნიათ 10 ჰექტარი მიწა და ამუშავებენ, მიიღებენ დახმარებას სახელმწიფოსგან 2 000 ლარის ოდენობით“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, ეს, რა თქმა უნდა,  პროპორციულად გადანაწილდება იმ ფერმერებზეც, რომელთაც აქვთ შედარებით ნაკლები მოცულობის ფართობის მიწები.

„გარდა ამისა, ყველა ფერმერი ერთ ჰექტარზე მიიღებს 150 ლიტრ დიზელის საწვავს, რომელიც გარანტირებულად იქნება საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფი. საერთოდ, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საწვავის ფასი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, სისტემურად მნიშვნელოვანი და ჩვენ ახლა ვმუშაობთ უკვე ამ პრობლემის გადასაწყვეტად, არა მხოლოდ კრიზისში, დღეს, წელს, არამედ მომავალი წლებისთვის.

ერთმნიშვნელოვნად შემიძლია, გითხრათ გარანტირებულად, რომ აგროდიზელის ფასი მნიშვნელოვნად იაფი იქნება, ვიდრე დიზელის ფასი ბაზარზე“, – განაცხადა პრემიერმა.