სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს შიმშილი ემუქრება

0
1947

უკრაინის ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ თბილისმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააუარესოს ურთიერთობები კიევთან.

სააკაშვილის თქმით, საქართველო ყიდულობს რძეს, ხორცს და მარცვლეულს უკრაინისგან. გარდა ამისა, უკრაინა არის ყველაზე დიდი გასაღების ბაზარი საქართველოსთვის, განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა ტელეკომპანია “მთვარი არქის” ეთერში. სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ თუ თბილისი “ჩრდილს მიაყენებს უკრაინასთან ურთიერთობებს”, მაშინ საქართველოს მოქალაქეები შიმშილისაგან დაიხოცებიან.

მანამდე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ოდესის რეგიონის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა ახალ თანამდებობაზე, საზიანოა ქართულ-უკრაინული ურთიერთობებისთვის და არის არამეგობრული ნაბიჯი.

წყარო: https://profile.ru/news/politics/saakashvili-zayavil-chto-gruzii-grozit-golod-307779/?fbclid=IwAR1jLK_5xpvCy2T3E7YsSzFvGLUlkp2-HymNk1Xdv-YGPWv0pRllplvxt3Q