საქართველოს შეუძლია, კრიზისი გამოიყენოს როგორც შესაძლებლობა, ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანიც და დევიზიც – გიორგი გახარია

0
163

დღეს პირველად გვყავს ერთი ინფიცირებული და 16 გამოჯანმრთელებული, რაც არის სერიოზული მიღწევა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, დღევანდელი მონაცემებით, ინიფიცრებული არის 336 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებული  – 349.

„მიხარია, რომ კარგად ხასიათზე ხართ, დღეს ამისთვის გარკვეული საბაბიც გვაქვს. დღეს, 12 მაისს, მოგეხსენებათ, პირველად გვყავს ერთი ინფიცირებული და 16 გამოჯანმრთელებული, რაც არის სერიოზული მიღწევა. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი მონაცემებით, სრულად ინფიცირებული არის 336, ხოლო გამოჯანმრთელებული 349. თუმცა, ეს არ გვაძლევს საშუალებას, რომ მოვდუნდეთ. პირიქით, უფრო მკაცრად უნდა მოვითხოვოთ ელემენტარული წესების დაცვა, რომელსაც გვიწესებენ ჯანდაცვის თანამშრომლები. დისციპლინა არის ერთადერთი საშუალება, რომელიც გვაძლევს გარანტიას, რომ შევძლებთ ეკონომიკური საქმიანობის ამოქმედებას სხვებთან შედარებით უფრო ეფექტურად და უფრო სწრაფად. ამას კი აქვს დიდი მნიშვნელობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ყველას უნდა ესმოდეს, რომ დღეს საქართველოს შეუძლია, კრიზისი გამოიყენოს როგორც შესაძლებლობ ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის.

„ყველამ ერთად, ჩვენი სფეროების მიმართულებით უნდა ვეძებოთ ზრდისა და გარღვევების ის წერტილები, სადაც ქვეყანას შეუძლია, თავისი წარმატებული მენეჯმენტი, წარმატებული გამკლავება „კოვიდის“, როგორც ინფექციის მართვაში, დავაკონვერტიროთ ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობებში. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ვიბრძვით ორი მიმართულებით ადამიანის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და ეკონომიკური სწრაფი აღდგენა, ვგულისხმობთ ამას. საქართველოს შეუძლია, ეს კრიზისი გამოიყენოს როგორც შესაძლებლობა. ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანიც და ჩვენი დევიზიც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.