თითოეული ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა, ერთ ჰექტარზე სახელმწიფოსგან მიიღებს დახმარებას 200 ლარის სუბსიდირებით

0
191

თითოეული ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა, ერთ ჰექტარზე მიიღებს დახმარებას სახელმწიფოსგან 200 ლარის სუბსიდირებით,  – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„დაახლოებით ეს ნიშნავს, რომ საშუალო დონის საფერმერო და მსხვილი საფერმერო მეურნეობები, რომლებსაც მაგალითად აქვთ 10 ჰექტარი მიწა და ამუშავებენ, მიიღებენ დახმარებას სახელმწიფოსგან 2000 ლარის ოდენობით.

ეს, რა თქმა  უნდა, პროპორციულად გადანაწილდება იმ ფერმერებზე, რომელთაც აქვთ  შედარებით ნაკლები მოცულობის ფართობის მიწები“, – განაცხადა პრემიერმა.