ქუთაისის შესასვლელებთან საკონტროლო გამშვები პუნქტები უქმდება

0
150

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქუთაისის შესასვლელებთან საკონტროლო გამშვები პუნქტები უქმდება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ განუცხადა. შალამბერიძის ინფორმაციით, მგზავრებს ტემპერატურას აღარ შეუმოწმებენ. აღნიშნული პუნქტები 31 მარტიდან მოქმედებდა.

რაც შეეხება სოფელ ღვანკითს, სოფელი მკაცრი საკარანტინო ზონა აღარ არის, მაგრამ სოფლის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები 22 მაისამდე დარჩება.