ესტონეთში კორონავირუსის ორი უნიკალური მუტაცია აღმოაჩინეს

0
176

ტარტუსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ახალი კორონავირუსის ორი უნიკალური მუტაცია აღმოაჩინეს, რომელიც მხოლოდ ესტონეთში ფიქსირდება.

ჩინეთში გავრცელებულ პირველ შტამთან შედარებით, ესტონურ შტამებში 8 მუტაციაა დაფიქსირებული. აქედან უმეტესობა მსოფლიოს სხვა რეგიონებშიცაა გავრცელებული, ორი კი მხოლოდ ესტონეთში დაფიქსირდა“, – ნათქვამია უნივერსიტეტის განცხადებაში.

ასეთ დასკვნამდე მეცნიერები ქვეყანაში 6 ინფიცირებულის მონაცემებში კორონავირუს SARS-CoV-2-ის გენური თანმიმდევრობის შესწავლის შემდეგ მივიდნენ.

მეცნიერების თქმით, ყველა შტამი ვირუს SARS-CoV-2-ის A2a ჯგუფს განეკუთვნება. მისი გავრცელება, სავარაუდოდ, ჩრდილოეთ იტალიას უკავშირდება და ის, უმეტესად, ევროპაში ვრცელდება.

ევროპასა და სხვა რეგიონებში გაჩენილ მუტაციებთან ერთად, ესტონეთში ვირუსის გენომის კიდევ ორი მუტაცია გაჩნდა“, – ამბობენ მეცნიერები.