სანქტ-პეტერბურგის საავადმყოფოში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულებს მკურნალობდნენ, ხანძრის შედეგად ხუთი ადამიანი გარდაიცვალა

0
194

პეტერბურგის წმინდა გიორგის სახელობის კლინიკაში გაჩენილი ხანძრის მიზეზი, სავარაუდოდ, სასუნთქი აპარატის გადატვირთვა გახდა. საავადმყოფოს წარმომადგენლის განცხადებით, სასუნთქი აპარატები კლინიკაში მაქსიმალური დატვირთვით, ფაქტობრივად ზღვარზე მუშაობს. ისინი, სავარაუდოდ, გადახურდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.

ცეცხლი საავადმყოფოს მე-6 სართულზე, რეანიმაციის განყოფილებაში დილით გაჩნდა. იქ კორონავირუსიან ავადმყოფებს მკურნალობდნენ. ამ დროის მონაცემებით, დაიღუპა 5 პაციენტი. 150 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ხანძრის ლოკალიზება სახანძრო სამსახურმა შეძლო.

მსგავსი შემთხვევა 9 მაისს მოსკოვშიც მოხდა. ცეცხლი გაჩნდა საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტები იწვნენ. დაიღუპა 1 პაციენტი და 300-ის ევაკუაცია გახდა საჭირო.