უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 375-ით გაიზარდა

0
175

უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 375 შემთხვევა დაფიქსირდა, 17 დაიღუპა ხოლო 85 გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების სულ 16,023 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 3373 გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილთა რიცხვი კი 425-ს აღწევს. ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსზე უკვე 187,307 ტესტი ჩატარდა.