საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობა თავიდან უნდა დაკომპლექტდეს

0
267

საპარლამენტო უმრავლესობიდან 12 დეპუტატის წასვლის გამო, საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობა თავიდან უნდა დაკომპლექტდეს.

მმართველ გუნდს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის შეცვლა მოუწევს, მათ შორის დელეგაციის ხელმძღვანელის.

კერძოდ, დღეის მდგომარეობით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილია, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები გასულ კვირას დატოვა.

ამასთან, თამარ ჩუგოშვილის გარდა, „ქართულ ოცნებას“ დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში ნინო გოგუაძისა და სოფო ქაცარავას ჩანაცვლებაც მოუწევს, რადგან ნინო გოგუაძემ უმრავლესობა დატოვა, სოფო ქაცარავამ კი, საპარლამენტო მანდატზე თქვა უარი.

ასევე, მმართველ გუნდს მოუწევს დელეგაციის სათადარიგო შემადგენლობის შეცვლაც, რადგან სათადარიგო წევრები იყვნენ ირინე ფრუიძე და დიმიტრი ცქიტიშვილი, რომელთაც საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს.

სეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, საპარლამენტო უმრავლესობა 12-მა დეპუტატმა პროტესტის ნიშნად დატოვა.