ჭიათურის სოფელ რცხილათში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია დაიწყო

0
940

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხილაში ცენტრალური საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო და ამ ეტაპზე პირველადი სამუშაოები მიმდინარეობს.

მშენებლები სპეციალური ტექნიკით გზის მიმდებარედ სანიაღვრე არხის გაჭრას აწარმოებენ. პროექტის მიხედვით სოფელ ქვაციხიდან რცხილათის ცენტრამდე გზის მოასფალტება მოხდება.

სოფელ რცხილათში ცენტრალური საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები დღეს ჭიათურის მერმა სამსახურის უფროსებთან ერთად დაათვალიერა

გივი მოდებაძე მშენებლებს შეხვდა და სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

რცხილათის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმაბი ემ სი ასრულებს.

პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 1 333 176 ლარს შეადფენს, გარდამავალია და ორ ეტაპად განხორციელდება.