სისხლის უანგარო დონაციის აქციაში ,,ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაცია ჩაერთო

0
155

„გაიღე სისხლი-გადაარჩინე სიცოცხლე“ – სისხლის უანგარო დონაციის აქციაში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ჩაერთო.

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერის გიორგი ჩაკვეტაძის თქმით, საზოგადოების მიმართ განსაკუთრებით ახალგაზრდებს აქვთ ვალდებულება, რათა არ შეიქმნას სისხლის დეფიციტი მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა სისხლი ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალურ ბანკში, უსაფრთხოების ნორმების დაცვით ჩააბარეს.

ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ პირველივე დღიდან შეუერთდა.

სისხლის უანგარო დონაციის აქციები გაიმართა და კვლავაც მიმდინარეობს რეგიონების მუნიციპალიტეტებში. აქციის ფარგლებში სისხლი გაიღეს მხარის გუბერნატორებმა, მუნიციპალიტეტებისა და საკრებულოს ხელმძღვანელმა პირებმა, თანამშრომლებმა, პარტიის რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა და წევრებმა, აქტივისტებმა და მოხალისეებმა.