გიორგი გახარია: ონის კასკადის უკან ბიძინა ივანიშვილის ინტერესები არ დგას

0
197

ონის კასკადის უკან ბიძინა ივანიშვილის ინტერესები არ დგას – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას.

„ონის კასკადი ეკონომიკურად, სოციალურად თუ ეკოლოგიურად რას ნიშნავს, ამის შესახებ თქვენი ექსპერტების დასკვნას გავეცნობი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ონის ჰესების კასკადის მშენებლობა შემოდგომაზე დაიწყება. ინიციატივას უკვე მოჰყვა რამდნეიმე საპროტესტო აქციაც. პროექტის განმახორციელებელი კომპანია ამჟამად ეკონომიკის სამინისტროსგან მშენებლობის ნებართვას ელოდება.

კასკადი რიონზე 2 ჰესის მშენებლობას ითვალისწინებს, მთლიანი სიმძლავრე 200 მეგავატი იქნება.

2021 წლისთვის 80 მეგავატი სიმძლავრის ჰესი ამუშავდება, 2026 წლისთვის კი მეორე – 120 მეგავატი სიმძლავრის. კასკადების პროექტი მოსახლეობის განსახლებას არ ითვალისწინებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 330 მილიონი დოლარია. კონტრაქტის პირობების მიხედვით, გამომუშავებული ელექტროენერგია პირველი 15 წლის განმავლობაში სრულად საქართველოში დარჩება.