ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, ფოტოხაფანგმა ფოცხვერი დააფიქსირა

0
152

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, ფოტოხაფანგმა ღამით მოსეირნე ფოცხვერი დააფიქსირა. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო, ფაქტის ამსახველ ფოტოსთან ერთად ავრცელებს.

ფოცხვერი განსაკუთრებული მხედველობისა და სმენის წყალობით, საღამოს კიდევ უფრო აქტიურია.

ფოცხვერი შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფის სტატუსით.