მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია იმართება

0
158

თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც მთავრობის სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციას სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მართავენ. ისინი ადმინისტრაციის შენობის შესასვლელზე ბოქლომის დადებას გეგმავენ.

სამოქალაქო აქტივისტები მმართველი გუნდის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც 2020 წელს საქართველოში არჩევნები ე.წ შერეული სისტემით გაიმართება.