„ქართული ოცნება“ არის სრულ მზადყოფნაში, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს – კახა კალაძე

0
163

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ არის სრულ მზადყოფნაში, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კალაძე ამბობს, თუ საარჩევნო ცვლილებებს ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს, ეს მათი პასუხისმგებლობაა და არჩევნები ძველი სისტემით ჩატარდება.

„რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, არის სრულ მზადყოფნაში, რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს, არის სრული მობილიზება, რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს.

თუ ამას ოპოზიცია ჩააგდებს, ეს, რა თქმა უნდა, იქნება მათი პასუხისმგებლობა და მოგვიწევს არჩევნების ჩატარება იმ საარჩევნო სისტემით, რომელიც ათეული წლების განმავლობაში ტარდებოდა ქვეყანაში“,- განაცხადა კალაძემ.