ტურიზმი არის მიმართულება, რომელიც ნელ-ნელა უნდა ავამუშაოთ და აქ უნდა ვიყოთ ერთ-ერთი პირველი – გიორგი გახარია

0
160

მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის სხვა დარგები კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ტურიზმი არის ძალზედ მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბათუმში, სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ტურიზმის სფერო ნელ-ნელა უნდა ამუშავდეს.

„საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე ანგარიშით სხვათაშორის, ძირითადად ვითარდებოდა ტურიზმის, უცხოური ინვესტიციების ბაზაზე. სამწუხაროდ დღეს ყველა მიმართულებით გარკვეული პრობლემა გვაქვს. ამიტომ ტურიზმი არის ის მიმართულება, რომელიც ნელ-ნელა უნდა ავამუშაოთ და აქ უნდა ვიყოთ ერთ-ერთი პირველები“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით,  მთავრობა ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციასთან საკმაოდ მჭიდროდ მუშაობს.

„ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად სულ მალე შეიმუშავებს კონკრეტულ წესებს, როგორ შეიძლება, რომ ტურიზმი და საერთოდ მოგზაურობა გაიხსნას. რამდენიმე კრიტიკული წერტილია. რა თქმა უნდა, ეს არის საზღვარი და კონტროლი საზღვარზე, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო. შემდგომ უკვე, რა თქმა უნდა, ტრანსპორტი და შემდეგ სასტუმრო. ყველა ის ეტაპია აუცილებელი, მინიმალური, სადაც „კოვიდის“ საწინააღმდეგო ზომები და წესები უსაფრთხოების ნაწილში უნდა იყოს დაცული“, – განაცხადა პრემიერმა.