საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტს ივნისის ბოლოს ან ივლისის პირველ ნახევარში მივიღებთ – ირაკლი კობახიძე

0
188

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მომზადებულია.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, თითქმის საბოლოო პროექტი არის უკვე მზად.

„უახლოეს დღეებში დაზუსტდება პროექტის შინაარსი, როგორც კი დასრულდება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება იქიდან ორ დღეში შეგვიძლია, ჩვენ დაჩქარებული წესით მივიღოთ უკვე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი. დრო არის საკმარისი, რათა ივნისის ბოლოს ან ივლისის პირველ ნახევარში საბოლოოდ დავასრულოთ პაკეტის მიღება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.