უკრაინაში კარანტინის შემსუბუქების პირველი ეტაპი დაიწყო

0
184
Табличка с надписью «Карантин» на заборе, в Чернигове, 21 марта 2020 г. Фото Коваль Владимир / УНИАН

დღეიდან უკრაინაში კორონავირისის პანდემიის გამო დაწესებული კარანტინის შემსუბუქების პირველი ეტაპი დაიწყო. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

კიევის მთავრობამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის თანახმად, საყოველთაო კარანტინი 22 მაისამდე გაახანგრლივა, თუმცა 11 მაისიდაან შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო.

ჯერჯერობით ზომების შემსუბუქება მცირე და საშუალო საწარმოებს შეეხება. დღეიდან გაიხსნა მაღაზიები, სავაჭრო ცენტრების გარდა, ასევე საპარიკმახეროები, სტომატოლოგიური კლინიკები, ფსიქოლოგების კაბინეტები, სანოტარო და საადვოკატო ფირმები, აგრეთვე მუზეუმები. რაც შეეხება სკოლებსა და საბავშვო ბაღებს, იქ სწავლა 22 მაისამდე დაიწყება.