რუსეთი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით მესამე ადგილზე გადავიდა

0
220

რუსეთი COVID-19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილზე გადავიდა.

ოფიციალური ცნობების თანახმად, ქვეყანაში სულ 221 344 შემთხვევაა დაფიქსირებული. 11 მაისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში დაფიქსირდა 11 656 ახალი შემთხვევა, გარდაცვლილია 2009 ადამიანი.

ასევე, ინფიცირებულთა რაოდენობით, რუსეთმა გადაასწრო იტალიას, გაერთიანებულ სამეფოს და ახლა მსოფლიოში ამ მაჩვენებლით მესამე ადგილზეა აშშ-სა და ესპანეთის შემდეგ.

ამასთან ერთად, მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, მხოლოდ მოსკოვში, რეალურად, კორონავირუსი დაახლოებით 300 000 ადამიანს აქვს.