ოპოზიცია ემუქრება საზოგადოებას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩაშლის, თუ სამი პირი არ გათავისუფლდება – ირაკლი კობახიძე

0
201

ოპოზიცია ემუქრება საზოგადოებას, რომ ჩაშლის საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუ სამი პირი არ გათავისუფლდება. ეს თუ ასე მოხდა, ბუნებრივია, მთლიანად მათი პასუხისმგებლობა იქნება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ოპოზიცია საზოგადოებას საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაშლით ემუქრება, მათ პრევენციული ზომა მიიღეს იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს.

„ჩენ მივიღეთ დღეს პრევენციული ზომა იმისათვის, რომ ეს ასე არ მოხდეს. საზოგადოებას ისინი ემუქრებიან, თუმცა ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს მუქარა ვერ იქნება შედეგის მომტანი და ამასთან დაკავშირებით არის, ბუნებრივია, მიმართული ჩვენი თხოვნა ელჩების მიმართ. თუ იქნება პროცესი წარმართული ისე, როგორც უნდა წარიმართოს, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია ოპოზიციას ვერ ექნება ვერავითარი რესურსი, რომ მათ შეასრულოს ის მუქარა, რომელიც გამოხატეს საზოგადოების მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდა. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.