ახალი ინფიცირებულების წყარო ცნობილია – მარინა ეზუგბაია

0
183

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში დაფიქსირებული კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა თეთრიწყაროს უკავშირდება. ისინი კლინიკებში საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს.

ეზუბაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდცენტრებში 311 პაციენტი მკურნალობს.

“ახალი დადასტურებული 3 შემთხვევაა და 638 ინფიცირების ფაქტი გვაქვს ქვეყანაში. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც, რა თქმა უნდა, გაიზარდა. 8 გამოჯანმრთელებული დაგვემატა და შედეგად 317 გამოჯანმრთელებულია დღეისთვის ქვეყანაში. ამ მონაცემებს თუ შევაჯერებთ,  311 პაციენტი მკურნალობს კოვიდცენტრებში. ახალი 3 პაციენტიდან სამივე არის თეთრიწყარს კლასტერი, სამივე არის საკარანტინე სივრციდან” – განაცხადა ეზუგაბაია.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოს ახალი პაციენტები გუშინ დაემატა და მათი ინფიცირებაც თეთრიწყაროს უკავშირდება.

“ჩვენთან, ინფექციურში, გუშინ შემოვიდა ორი ახალი პაციენტი. ესენი არიან არა ამ სამი ახალი შემთხვევიდან, არამედ წინა ცხრიდან. ეს ორი პაციენტიც თეთრიწყაროდან, საკარანტინე სივრციდან არის” – განმარტა მან.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, თბილისის ინფექციური საავადმყოფო კიდევ ერთმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა. რაც შეეხება პაციენტების მდგომარეობას, ეზუგბაია აცხადებს, რომ მათი მდგომარეობა სტაბილურია. მისივე თქმით, სტაბილიზაცია შეინიშნება კირიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტთანაც.

“ამ ეტაპზე ჩვენ გვყავს კლინიკაში 41 დადასტურებული შემთხვევა. გუშინ გამოჯანმრთელდა ერთი. აქედან გამომდინარე, უკვე 87 გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს, რომელმაც დატოვა ჩვენი კლინიკა.

ერთ კრიტიკულ პაციენტთან, რომელიც ჩვენ გვყავდა, შეიძლება ვთქვათ, რომ ბოლო დღეებში სტაბილიზირება მიღწეულია, თუ ასე გაგრძელდა, შემდეგ შევძლებთ ვილაპარაკოთ გამოსავალზე. დაგვემატა კიდევ 2 ახალი პნევმონია, ჯერ-ჯერობით მათთან ამ 24 საათში დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება. ვნახოთ დინამიკა როგორი იქნება”  განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 638-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 8 ადამიანნი და კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა 317-ს შეადგენს.