საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი გაიზარდა

0
181

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 8 ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 317-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. 638-მდე გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვიც, საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ვებგვერდზე ამ დროისთვის არსებული მონაცემები ასეთია:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 638

მათ შორის გამოჯანმრთელებული – 317

მათ შორის გარდაცვლილი – 10

კარანტინის რეჟიმში – 4896

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 444

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3.