ოპოზიციის წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციის შენობისთვის ბოქლომის დადებას ცდილობენ

0
165

ოპოზიციის წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციის შენობისთვის ბოქლომის დადებას ცდილობენ.

ისინი სამართალდამცველებს მიმართავენ, რომ ბოქლომის დადების საშუალება მისცენ.

როგორც „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა, მათ აქვთ უფლება, რომ კანცელარიის ჯიშჭკარს ბოქლომი დაადონ.

„კანონით ვმოქმედებთ. ჩვენი ამოცანა მთავრობის სხდომის ჩაშლა არ არის, ეს შენობა საცერივითაა, მარტო უშიშროების მხრიდან ხუთი შესასვლელი აქვს. ჩვენ არ მოგვბეზრდება, ვიდრე თქვენ არ მოგბეზრდებათ ამათთვის სისულელეში ჩაყოლა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

აქციაზე იმყოფებიან გიგი უგულავა, გიგა ბოკერია, ზაალ უდუმაშვილი, გიორგი ვაშაძე და მათი მხარდამჭერები.