დღეიდან სტომატოლოგიური კლინიკების მონიტორინგი იწყება

0
246

დღეიდან სტომატოლოგიური დაწესებულებების მონიტორინგი იწყება. პროცესს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები, შესული განცხადებების საფუძველზე განახორციელებენ.

მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში და გეგმური შემოწმების შემდეგ, კლინიკებს მიეცემათ უფლება, შეასრულონ გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება.

ამასთან, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ადგილზე მისულ პაციენეტებს ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი. სტომატოლოგიური მომსახურების აღდგენის პროცესთან დაკავშირებით, გარკვეული მოთხოვნები, მთავრობის მიერ დაანონსებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის ფარგლებში შემუშავდა.