ყველაზე ცუდი სცენარით, ბრიტანეთში​ კორონავირუსით შეიძლება, ნახევარი მილიონი ადამიანი გარდაცვლილიყო – ბორის ჯონსონი

0
194

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ყველაზე ცუდი სცენარით, დიდ ბრიტანეთში​ კორონავირუსით შეიძლება, ნახევარი მილიონი ადამიანი გარდაცვლილიყო. ამის შესახებ ბორის ჯონსონმა მოსახლეობისადმი სპეციალური მიმართვისას განაცხადა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერის თქმით, ახლა სიგიჟე იქნებოდა, ქვეყნის მიღწევებიდან გადახვევა და მეორე ეპდაფეთქების დაშვება.

როგორ ბორის ჯონსონმა აღნიშნა, უკვე თითქმის ერთი თვეა, რაც გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობას უწევს ცხოვრება თავისუფლების შეზღუდვის პირობებში. მისი თქმით, ასეთი რამ დიდ ბრიტანეთს არასდროს უნახავს არც მშვიდობიან პერიოდში და არც ომის დროს.

დიდი ბრიტანეთის ლიდერმა მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს წესების მხარდაჭერისთვის და სოციალური დისტანცირების პროგრამის სირთულეებთან შეგუებისთვის.

„მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლთა რიცხვი ტრაგიკულია, ტანჯვა უზარმაზარი და იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ვგლოვობთ ყველას, ვინც დავკარგეთ, ფაქტია, რომ ამ ზომების მიღებით ჩვენ თავიდან ავაცილეთ ამ ქვეყანას კატასტროფა, რომლის ყველაზე ცუდი გონივრული სცენარით, მსხვერპლთა რიცხვი ნახევარი მილიონი იქნებოდა“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.