დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 269 ადამიანი დაიღუპა

0
224

დიდ ბრიტანეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით 269 ადამიანი დაიღუპა. ეს ციფრები მოიცავს დაღუპულებს როგორც საავადმყოფოებში, ასევე ხანდაზმულთა სახლებში.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ს 31 855 ადამიანი ემსხვერპლა. ყველაზე დიდი მსხვერპლი კვლავ ინგლისში აღინიშნა, 178 ადამიანი.

დღეს საღამოს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მკაცრი საკარანტინო ზომების მოხსნის ეტაპობრივ გეგმას წარადგენს. როგორც „ბიბისი“ წერს, მეცნიერები მთავრობას ურჩევენ, რომ საკარანტინო ზომების სწრაფად მოხსნის შემთხვევაში, წლის ბოლოსთვის ბრიტანეთში კორონავირუსით დაღუპულების რაოდენობა შესაძლოა, 100 000-ს გასცდეს.